სიახლეები, ღონისძიებები

მუზეუმი

18  მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა,  დღევანდელი დღე თეატრალურმა მუზეუმა საგანმანათლებლო პროგრამით აღნიშნა და მოაწყო კინოფილმის ჩვენება ,,იავნანამ რა ჰქმნა?”

პროგრამაში ჩართულნი იყვნენ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები:  ქ-ნი თამარ კვანტიძე (მშობლიური ენა),  ქ-ნი ინგა ბარბაქაძე  (საქართველოს ისტორია), მართმადიდებლური სკოლის v-ბ კლასის მოსწავლეები და თაბაგრების საჯარო სკოლა.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ადგილობრივი შემოქმედების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

თეატრალური მუზეუმი მადლობას უხდის პედაგოგებს თანამშრომლობისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *