




წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათუის მართლმადიდებლურმა სკოლამ ფუცქიონირება დაიწყო 2010 -2011 სასწავლო წელს. პირველ სასწავლო წელს სკოლა მხოლოდ ორი საფეხურით (II-III) ფუნქციონირებდა, სადაც 90 მოსწავლე სწავლობდა. დაუვიწყარია მთელი რაიონისათვის 2010 წლის 18 სექტემბერი, სკოლის გახსნის დღე, სკოლა გაიხსნა და დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II. სკოლის დაარსებისა და გახსნის ინიციატორი გახლავთ ჭიათურისსა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ( დათუაშვილი). სკოლის გახსნას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 2011-2012 სასწავლო წლიდან პირველ საფეხურზეც მივიღეთ მოსწავლეები, ახლა სამივე საფეხური ფუნქციონირებს. საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რიცხვი. დღეისათვის სკოლას 270 მოსწავლე ჰყავს, რომელთა სწავლა-აღზრდის საქმეს 46 პედაგოგი ემსახურება, აქედან 27 სერთიფიცირებულია, ყველა მასწავლებელი ჩართულია სქემაში. მოსწავლეთა რიცხობრივმა ზრდამ მოითხოვა მატერიალური ბაზის გაზრდა. 2013 წელს სკოლის შენობას ახალი კორპუსი მიუშენდა, სადაც დაწყებითი კლასები ფუნქციონირებს, მესამე სართულზე კი სკოლის სამლოცველოა, სადაც ყოველ დილით ტარდება ლოცვები, თვეში ერთხელ ტარდება წირვა, პარაკლისი და პანაშვიდები. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, ტექნიკური საშულაბებით, გვაქვს ტექნიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კომპიურეტის ოთახი, შრომის კაბინეტი, ექიმის კაბინეტი, გალობის ოთახი, სპორტდარბაზი, სპორტული მოედანი და სატრაპეზო.