2019 წლის 14 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დედაენის დღესთან დაკავშირებით ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს სახელწოდებით: ,,ქართული ენა ჩვენი ერის ძლიერებაა“. (პედაგოგი ციური ცოცხალაშვილი).
📘ღონისძიებას,რომელსაც ლაიტმოტივად ყველა ქართველისათვის შეუცვლელი სიტყვები: ,,ენა, მამული, სარწმუნოება“გასდევდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.