დიდი ზეიმი იყო 14 აპრილს წმინდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლთლმადიდებლურ სკოლაში 14 აპრილი-საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნებოდა. ქართველმა კაცმა მშობლიური ენა თავისი ხანგრძლივი არსებობის ტრიადაშიშეიტანა , ამ სამებას კი მამული ენა და სარწმუნოება ჰქვია.
დილის 9 საათიდან სკოლის შემოგარენი სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით აივსო. სკოლის შემოსასვლელს დედაენის ძეგლი ამშვენებდა , რომლის გარშემო 5ბ კლასის მოსწავლეები ფუსფუსებდნენ. სკოლის ეზო სავსე იყო პედაგოგებით, მოსწავლეებითა და მათი მშობლებით. საქართველოს ჰიმნით აღმართეს საქართველოსდ როშა მოწინავე მოსწავლეებმა. სკოლის მოძრვრმა დეკანოზმა გიორგიმ დალოცა და მიულოცა დედაენის დღე შეკრებილთ.
ყველასათვის საყვარელი 14 აპრილი მიულოცა სკოლის მოსწავლეებს და სტუმრებს სკოლის დირექტორმა ქ-ნ ნანული წერეთელმა.
ღონისძიების ავტორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ 5ბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კვანტიძე. მას გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ კლასის დამრიგებელი ინგა ბარბაქაძე და სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ნათია ტაბატაძე და გიგი დეკანოიძე.
მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს მშობელტა გაერთიანების თავჯდომარემ ვახტანგ მასხარაშვილმა და პედაგოგებმა თამარ კვანტიძემ და იამზე მარუაშვილმა.
საინტერესოდა ჩატარდა დედაენის დღე დაწყებით 1 ა-ბ კლასებში .( კლასის დამრიგებლები მარიზი კომლაძე და რუსუდან გაფრინდაშილი) .მრავალი სტუმარი ესწრებოდა ღონისძიებას ბევრი ლექსი მიუძღვნეს დედაენას და ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ მონაცემებზე.