ღონისძიებები

ტრენინგი

ა(ა)იპ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი: ,,ფინანსური წიგნიერება-ჩვენი ცხოვრების მეგზური და მრჩეველი“ სკოლამ შეარჩია ეროვნული სასწავლო გეგმიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება- ფინანსური წიგნიერება. ვფიქრობთ, პირველ რიგში სკოლაა ვალდებული მოზარდებს ფუნდამენტშივე ჩაუნერგოს ფინანსური და ეკონომიკური განათლების მნიშნელობა, რომ თითოეულმა მოზარდმა ცხოვრებაში მოახერხოს ფინანსური უნარებისა და შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენება. სასკოლო საზოგადოება ჩართულია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ზუმის პლატფორმის მეშვეობით საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები შეხვდნენ ერევნული ბანკის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს თიკო გუჯაბიძეს. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, შეხვედაზე მასწავლებლები და მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ იმ ცოდნისა და უნარების დაუფლების აუცილებლობას, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული. დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ინტენსიურად გრძელდება. იმედი გვაქვს, დადგება სასურველი შედეგი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *