preloader

სიახლეები

ესეების
კონკურსი

იყო უამრავი სურვილიც...  2017 წლის 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსი. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია-პრეზიდენტი ქალბატონი ნინო ფალავანდიშვილი. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აქტიურად დაიწყეს მზადება ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მოიძიეს მასალები, რომელიც შეეხებოდა გერმანელების ყოფნას ჭიათურაში და მათ ურთიერთობას მოსახელობასთან. საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი დაგეგმილი კონკურსის შედეგები უნდა განხილულიყო და ჩვენც იქით მივიჩქაროდით, რამეთუ მიწვეულნი ვიყავით, როგორც გამარჯვებულნი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის (დირექტორი ქალბატონი ნანული წერეთელი) მოსწავლეები ვლადიმერ კაპანაძე, მირანდა ჩაჩანიძე, ბარბარე მანჯავიძე, თამარ მუმლაძე (მასწ:ჟ.ბურჯანაძე), სალომე კაპანაძე (მასწ: ც.ცოცხალაშვილი). ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა  უნივერსიტეტის მოწვეულ სტურმებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებით სავსე დარბაზში შევედით. ეს იყო ქართველთა და გერმანელთა ლიტერატურული, ისტორიული, ხელოვნების(მხატვრობა, თეატრი, მუსიკა) ურთიერთობების ზეიმი, ზენიტში წასული ლამაზსიტყვაობის საოცარი ხიბლი. კონკურსი სათაურით - „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ითვალისწინებს აღნიშნული თემატიკით ახალგაზრდა ავტორების, მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესებას. კიდევ ერთი მიზანი - ქართული სკოლებისა და უმაღლეს საკოლებში გერმანული ენის პოპულარიზაციისათვის მეტად შთამბეჭდავი, საინტერესო და ამაღლებული იყო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, რაინ-ერფრატის მწერალთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, ლირიკოსის, დრამატურგისა და ქართული ანთოლოგიის მთარგმნელის ბატონ გერტ რობერტ გრიუნერტი გამოსვლა, მისალმება, ლექსები გერმანულ ენაზე, რომლის წაკითხვას თან ახლდა სულისა და გულის, შინაგანი საოცარი ტკბობის აღმძვრელი მუსიკა ცოცხალი შესრულებით. დიდხანს გაგრძელდა ეს მშვენიერი, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი საღამო. კონკურსის მონაწილეებმა მიიღეს სერთიფიკატები-ესსეების შესაბამისად- პირველი, მეორე და მესამე ადგილებით. გაიცა მოწმობები და საჩუქრები. მონაწილე მოსწავლეებმა, სტუდენტებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს. იყო აღფრთოვანება, სიხალისე და სიამე, უამრავი სურვილიც. წილად გვხვდა სამი პირველი და ორი მეორე ადგილი. ა(ა) იპ“წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჟუჟუნა ბურჯანაძე