სიახლეები
Home » ღონისძიებები »
ნიკო კეცხოველი
ქუთაისში "ნიკო კეცხოველის - 2019" სასკოლო პრემიის რეგიონალური ტური გაიმართა. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ნახევარფინალისტმა სკოლებმა ფინალის 7 საგზური გაინაწილეს. კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად. პროექტის მიზნებია: გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა, სოციალური პასუხისმგებლობების ამაღლება, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ინიციატივებში, ჩვენმა სკოლამ წელს პირველად მიიღო მანაწილეობა და ნახევარ ფინალში გადავიდა .პედაგოგი სოფიო გოცაძე
