„ქრისტეს აღდგომა და აღდგომის თემა ქრისტიანულ ხელოვნებაში“.
26 აპრილს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ქრისტეს აღდგომა და აღდგომის თემა ქრისტიანულ ხელოვნებაში“. კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა ესთეტიკური აღზრდის კათედრამ, რომლის მიზანიც იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული სიხარული განცდა შექმნილიყო სკოლაში, რასაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა სკოლის მგალობელთა გუნდი საგალობლებით „აღდგომასა შენსა“ და „ქრისტე აღსდგა“(ხელ.-ლი მაია კაპანაძე).ასევე მოკლე ვიდეო ფირი ქრისტეს საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისა.სულ წარმოდგენილი იყო 6 საკონფერენციო თემა:მათეს სახარების განმარტება წმ.იოანე ოქროპირის მიხედვით(მომხსენებელი გუგა მაღლაკელიძე IX კლასი)ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა (მარიამ ფხალაძე VIII კლ)ძველი აღთქმის წინასწარლეტყველებანი ქრისტეს აღდგომის შესახებ(ნინო ქადაგიძე VIIკლ)სააღდგომო ტრადიციები და მათი ისტორიულ-სიმბოლური საფუძვლები (ანი მაჭავარიანი VIIIკლ)აღდგომის ადრეული კომპოზიციები და სიმბოლური სახე-ხატები(მარიამ ბარბაქაძე VIIკლ)აღდგომის იკონოგრაფია(მარიამ კაპანაძე VIIკლ)ხელმძღვანელი -თინათინ ბარათაშვილი